თურქმა სამართალდამცველებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 12 მებრძოლი დააკავეს

თურქეთ-სირიის საზღვრის კვეთისას, თურქმა სამართალდამცველებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 12 მებრძოლი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, თურქული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 31 დეკემბერს ათობით ეჭვმიტანილმა სირიიდან თურქეთში შესვლა უკანონოდ სცადა, რომლებიც სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ეჭვმიტანელების იდენტიფიცირების შემდეგ გაირკვა, რომ დაკავებულებს შორის რადიკალი ისლამისტებიც იყვნენ.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 5 მათგანი რუსეთის, 4 უზბეკეთის, 3 კი ყირგიზეთის მოქალაქეა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ტერორისტი წითელი ცირკულარით იძებნებოდა.