ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა.შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში შვეიცარიის მიერ შეტანილი გრძელვადიანი წვლილის მნიშვნელობას.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გამოითქვა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოში არაერთი შვეიცარიული კომპანია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ოპერირებს და ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს შვეიცარიელი მეწარმეებისთვის.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტოროული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ასევე აღინიშნა 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შვეიცარიის, როგორც მედიატორის ფუნქციის მნიშვნელობა.