ყოფილი პრემიერ-მინისტრის,სიფის ვალირაკისის ცხედარი წყალმა საბერძნეთის კუნძულთან, პეზონისთან გამორიყა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მისი მეუღლის თქმით, ის საკუთარი ნავით ღამით გავიდა ზღვაში, რის შემდეგაც ის უკან აღარ დაბრუნებულა.
ადგილობრივი პოლიციისგან განსხვავებით, ყოფილი პრემიერის ცოლს აქვს მოსაზრება მომხდართან დაკავშირებით, მისი თქმით ვალირიკისს ნავი დაეჯახა, რის გამოც ის წყალში გადავარდა და დაიხრჩო.
მაშველების თქმით, ზღვა საკმაოდ მშვიდი იყო რის გამოც უამინდობას გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზებიდან გამორიცხავენ.