რუსეთმა აშშ-სთან მოქმედი ბირთვული შეიარაღების კონტროლის თაობაზე ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ინფორმაციას AP News-ი ავრცელებს,
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, 27 იანვარს დაუჭირა მხარი ხელშეკრულების ხუთი წლით გაგრძელებას.
2010 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით, რომელსაც მომავალ კვირაში ეწურებოდა ვადა, იზღუდება სტრატეგიული ბირთვული ქობინების, რაკეტებისა და ბომბდამშენების რაოდენობა, რომელთა განლაგებაც შეუძლიათ რუსეთსა და აშშ-ის.
ერთი დღით ადრე აშშ-ისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ შეთანხმებას მიაღწიეს ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, რომელსაც არ სჭირდება კონგრესის მხრიდან დამტკიცება.
New START-ი ამ ტიპის უკანასკნელი ხელშეკრულებაა, რომელიც მოქმედებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის