უკრაინა ვერტმფრენის კატასტროფის სამ ძირითად ვერსიას განიხილავს

„ტრაგედიის მიზეზებს გამომძიებლები ადგენენ. ეს იყო დივერსია, ტექნიკური გაუმართაობა თუ ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ამას მალე გავარკვევთ“, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო Facebook-ზე წერს.

  • „ჩემი მეგობრები, უკრაინის სახელმწიფო მოღვაწეები - შს მინისტრი დენის მონასტირსკი, ჟენია ენინი და იურა ლუბოვიჩი დაიღუპნენ ბროვარში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ვერტმფრენის ავიაკატასტროფაში. დაიღუპა ასევე ყველა, ვინც ბორტზე იმყოფებოდა“.

„დენისი, ჟენია, იურა, თითოეული, ვინც იმყოფებოდა ვერტმფრენის ბორტზე, იყვნენ უკრაინის პატრიოტები. თითოეული თავის ადგილას იცავდა და აძლიერებდა უკრაინას. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებით. თქვენი ოჯახები ყოველთვის იქნებიან მეგობრებისა და სახელმწიფოს დაცვის ქვეშ“, - წერს ანტონ გერაშჩენკო.

კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ.