ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე

უკრაინის პრეზოდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა. 

„ტკივილი ენით აღუწერელია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

უკრაინის უშიშროების სამსახურს უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით დავავალე, მომხდარის ყველა გარემოების გარკვევა.

ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს! დენის, ჟენიას, იურის, შსს-ს გუნდს... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მშვიდობით განისვენეთ! მშვიდად განისვენოს ყველამ, ვისი სიცოცხლეც შეეწირა ამ შავ დილას!"- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე. 

ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია.