პრიგოჟინის ანგარიშების დაბლოკვის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ.
Twitter-ის თქმით, ანგარიში დაიბლოკა სოცქსელების წესების დარღვევისთვის. Facebook-ი კი აღნიშნავს, რომ დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოა.
Twitter-ის გან განსხვავებით Facebook-ს არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ დაბლოკა ევგენი პრიგოჟინის ანგარიშები.
ევგენი პრიგოჟინს პუტინის პირადი მზარეული მედია საშუალებებმა შეარქვეს, გავრცელებული ინფორმაციით ის რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია და პუტინს ხშირად თან ახლავს.