ხვალ, პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
გომელაური ნდობის ჯგუფს ინფორმაციას წარუდგენს სამინისტროს მიერ 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ.
სხდომა 17:00 საათზე, მედიისთვის დახურულ ფორმატში გაიმართება.