საქართველოს საპატრიარქოში ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე საუბარი თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებს შეეხო.
"დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის გენერალური მდივანი, აიათოლა რეზა რამეზანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი მაჰმუდ აბიდი და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრაზე საუბარი მეგობრულ ვითარებაში წარიმართა და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებს შეეხო", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.