BBC-ის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ევროპის ქვეყნებიახალ რეგულაციებს აწესებენ. გამოცემის ცნობით, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 23:00 საათიდან 06:00 საათამდე ყველა რესტორანი და ბარი დახურება.
იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყანაში ქუჩაში გასვლის დროს მოაქალაქეები ვალდებულები იქნებიან სახის დამცავი ნიღბები ატარონ.
9 ოქტომბრიდან ბელგიაში ოჯახის წევრების გარდა 3 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალება.
ჩეხეთის რესპუბლიკაში კი, გუშინ კორონავირუსის რეკორდული 4 457 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლება რეგულაციების თავიდან დაწესებას აპირებს.