თურქეთისა და სირიის საზღვარზე „ისლამური სახელმწიფოს“ 12 წევრი, მათ შორის ერთი ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
დაკავებულთაგან 5 რუსეთის, 4 - უზბეკეთის, 3 კი - ყირგიზეთის მოქალაქეა. ინტერპოლის ცირკულარით ძებნილის მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაკავებულები სირიიდან თურქეთში გადასვლას ცდილობდნენ.