საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილის და ლევან ხაბეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრების შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნათელაშვილმა და ხაბეიშვილმა სადეპუტატო უფლება მოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს ოფიციალურად მიმართეს და ასევე, სხვადასხვა გამოსვლებში საჯაროდ აქვთ გაცხადებული ამის თაობაზე.

მისი თქმით, პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ აღნიშნულ პირებს, რომელთაც დაადასტურეს წარმოდგენილი განცხადებების ნამდვილობა, შესაბამისად კომიტეტი უფლებამოსილია იმსჯელოს მათთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე.

კომიტეტის წევრებმა ცალ-ცალკე უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს ორივე კანდიდატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რაც პარლამენტის ბიუროს გადაეცემა და მომავალი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.