„შუა დერეფნის ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ამ ინიციატივაში მონაწილეობენ, დიდ პროექტს ქმნიან და მათ ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ეს არის წარმატების წინაპირობა ნებისმიერი მრავალეროვნული ინიციატივის კონტექსტში“, - ამის შესახებ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პანელური დისკუსიის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს მეზობლებთან, საქართველოსთან და თურქეთთან. ასევე, აღმოსავლეთით ცენტრალურ აზიასთან.
„ბუნებრივად ვართ ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენ დიდი კაპიტალი დავაბანდეთ ინფრასტრუქტურაში ბოლო წლებში. ასევე უნდა ითქვას, რომ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი მზად არის აზერბაიჯანში, რომ მეტი ტვირთბრუნვა გვქონდეს. 15 მილიონ ტონას შეადგენს ჩვენი პორტების შესაძლებლობა, ამას გავაფართოებთ და ბიუჯეტში უკვე გავწერეთ თანხები. 25 მილიონი ტონა იქნება სამიზნე და გვინდა, რომ უფრო მეტი საქონელი გავატაროთ, რადგან როგორც თქვენ ბრძანეთ, ტრანსპორტირება ტრადიციული მარშრუტებით აღარ ხდება“, - აღნიშნა ალიევმა.
- „დიდი ტვირთი წამოვიდ ჩვენსკენ და ეს მხოლოდ დასაწყისია“.
მისივე თქმით, ხსენებულ დერეფანს დიდი პოტენციალი აქვს.
„ამიტომ მიგვაჩნია, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ევროპაში. იმისთვის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებზე, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით ვიმუშოთ და ტარიფების პოლიტიკაც გვქონდეს შეჯერებული. ეს არამარტო მიმზიდველი უნდა იყოს სხვა მარშრუტების ჩახსნის ხარჯზე, არამედ, კომერციულადაც უნდა იყოს მიმზიდველი.
შეხვედრას რომ ვიწყებდით, ზუსტად ისე დავსხედით, როგორც მიდის ჩვენი მილსადენი, ჩემგან, საიდანაც გადავა, ჩემი გეგმა იწყება აზერბაიჯანიდან, ამიტომ, ჩემგან ვიწყებ ათვლას - საქართველო, თურქეთი და მერე ევროპა, ზუსტად ასე, ჩვენ პირიქით მიმართულებაზეც ვმუშაობთ“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.