მოსკოვში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს. ინფორმაციას VOA News-ავრცელებს.
დღეიდან, ბიზნესებს აღარ მოეთხოვებათ, რომ მათი დასაქმებულების მინიმუმ 30% სახლიდან მუშაობდეს. ინფორმაციას ქალაქის მერი, სერგეი სობიანინი ავრცელებს.
სობიანინის თქმით, გასულ კვირას ქალაქში, სადაც 12 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დღეში 2,000-დან 3,000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეს მონაცემი მანამდე, დღეში 7,000 იყო. მოსკოვის მერის თქმით, კორონავირუსის მკურნალობაზე ფოკუსირებული საავადმყოფოები, პირველად, ივნისის შემდეგ, თავისუფალია.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში, კორონავირუსით 71,076 ადამიანია გარდაცვლილი. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ეს მონაცემი გაცილებით მაღალია და რუსეთის ხელისუფლება რეალურ მონაცემებს არ ავრცელებს.
ძალაში რჩება პირბადეების ტარება მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჯერ არ არის გადაწყვეტილი გააგრძელებენ თუ არა უნივერსიტეტები ონლაინსწავლას.