უკრაინა არის ევროკავშირი და ევროკავშირი არის უკრაინა - შარლ მიშელი

უკრაინა არის ევროკავშირი და ევროკავშირი არის უკრაინა. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ ეს დაპირება, რაც შეიძლება სწრაფად იქცეს რეალობად. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში დაეხმარება.

მიშელმა განაცხადა, რომ მისი თქმით, ევროკავშირმა სამხედრო დახმარების სახით უკრაინისთვის ამ დრომდე 11 მილიარდი ევროს მობილიზება შეძლო.

„უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება. თქვენ მეტი გჭირდებათ. მეტი თავდაცვის სისტემა, შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტა, აღჭურვილობა და ყველაზე მეტად, თქვენ გჭირდებათ ტანკები ახლავე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.