რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომი განწირულია წარუმატებლობისთვის და ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, უკრაინას ბრძოლის ველზე დაეხმაროს.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.
„ეს უფრო მეტია ვიდრე ომი, ეს არის სისტემატური განადგურების სტრატეგია, რათა გაიძულოთ დამორჩილება, გაიძულოთ, თქვენი ქვეყანა გახდეს ვასალური სახელმწიფო. ეს ომი განწირულია მარცხისთვის. უკრაინა დარჩება მტკიცე, მამაცი და სამართლიანად ამაყი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
- ევროკავშირს „გადაწყვეტილია აქვს, დაგეხმაროთ ბრძოლის ველზე გამარჯვებაში".
„როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა 24 თებერვალს, მან მითხრა: „შარლ, ჩვენ გვჭირდება იარაღი, გვჭირდება საბრძოლო მასალა. სამი დღის შემდეგ ჩვენ ოფიციალურად გადავწყვიტეთ - პირველად ევროკავშირის ისტორიაში, ლეტალური იარაღი მიგვეწოდებინა მესამე ქვეყანისთვის“, - განაცხადა ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა.
ამასთან, მიშელმა განაცახდა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს რუსეთის იზოლაციისთვის.
„რუსეთის წინააღმდეგ მივიღეთ მკაცრი სანქციების ცხრა პაკეტი და ეს ჯერ არ დასრულებულა“, - განაცახდა მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, კიევში დღეს ჩავიდა.