ტრამპის ადმინისტრაციის დროს დანიშნული,ტეხასის ფედერალურმა მოსამართლემ დეპორტაციის შეჩერებაზე ბაიდენის განკარგულება დაბლოკა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
ფედერალურმა მოსამართლემ დროებით დაბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც ბევრი იმიგრანტის დეპორტაციის 100 დღით შეჩერებას გულისხმობს.
შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლე დრიუ ტიპტონმა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტეხასის სამხრეთ ოლქშია დანიშნული, გამოსცა დროებითი შემაკავებელი ორდერი, რომელიც ბაიდენის განკარგულებას ქვეყნის მასშტაბით ბლოკავს.
პარასკევს შეტანილ სარჩელში, ტეხასის მთავარმა პროკურორმა კენ პაქსტონმა თქვა, რომ თუ დეპორტაციის შეჩერება ძალაში შევა, შტატს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. რესპუბლიკელმა პაქსტონმა განაცხადა, რომ ტეხასში იმიგრანტების უკანონოდ დარჩენა განათლების და ჯანდაცვის ხარჯებს გაზრდის.