კოტე სურგულაძე: ვაქცინის მისაღებად, საქართველოს საელჩოს მალტის მთავრობასთან კომუნიკაცია უკვე აქვს

იტალიასა და მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის კოტე სურგულაძის ცნობით, საელჩოს მალტის შესაბამის უწყებებთან ვაქცინის მიღების თემაზე კომუნიკაცია უკვე აქვს და ზოგიერთი წყაროდან ამ თემაზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდა.

აღნიშნული განცხადება საქართველოს ელჩმა ექს პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. როგორც დღეს სააკაშვილმა განაცხადა მალტამ ერთი მილიონი ვაქცინით მეტი მიიღო, ვიდრე მას სჭირდებოდა და ამიტომ ვაქცინას ღარიბ ქვეყნებს უნაწილებს, რომელთა კატეგორიაშიც საქართველოც შედის. სააკაშვილის ტქმით, საქართველოს მთავრობამ უფასო ვაქცინის მისაღებად არაფერი მოიმოქმედა.

კოტე სურგულაძის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში მის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენბლობები, საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, ინტენსიურად მუშაობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში კოვიდ 19-ვის ვაქცინის მოპოვების მიზნით, ისევე როგორც უწყება ყოველდღიურ კავშირზეა ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იმისათვის რომ ვაქცინა დროულად გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალქეებისათვის.

მათ შორის, კოვიდ19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ ქ. რომში კონსულტაციები (რომელიც ფარავს მალტის რესპუბლიკას) მალტის შესაბამის უწყებებთან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ვაქცინები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მალტისთვის. საელჩო, ცხადია, დღესაც აგრძელებს კონსულტაციებს მალტის მხარესთან.

მოლაპარაკებებში, თავიდანვე ჩართული იყო მალტაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც თავისი არხებით ცდილობს მიიღოს მალტის მხრიდან ვაქცინების სათანადო რაოდენობა.

საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან და შესაბამისად გადაწყვეტილება პირველ რიგში ცნობილი გახდება საელჩოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის. შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით წარმოადგენს სპეკულაციას” , - აცხადებს კოტე სურგულაძე.