იტალიელმა სამართალდამცველებმა რუსი ოლიგარქი დიმიტრი მაზეპინი ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსი ოლიგარქის იახტა სარდინიის პორტიდან 2022 წლის ზაფხულში გაუჩინარდა.
იტალიელმა პროკურორებმა გააანალიზეს უძრავი ქონების მონაცემები, რომლის მიხედვითაც რუსმა ოლიგარქმა ტოსკანის საკურორტო ქალაქ ფორტე დეი მარმიში, ახლახან ზღვისპირა ვილა იქირავა.
ასევე სამართალდამცველები ცდილობენ იპოვონ მისი 22 მეტრიანი სუპერიახტა Aldabra, რომელიც ბოლოს ლიგურიის რივიერაზე მდებარე სავონას პორტში დაფიქსირდა. სავარაუდოდ იახტა რომლის ღირებულებაც 700 000-დან 1 მილიონ ევრომდეა, ტუნისში გადაიყვანეს. რუსი ოლიგარქის იახტა, სანქციების გამო კონფისკაციას ექვემდებარებოდა.
დიმიტრი მაზეპინი სანქცირებულთა სიაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოხვდა.
მედიის ცნობით, იტალიში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა რუსმა ოლიგარქმა ქვეყანაში გაყინული აქტივებით მოახერხა ევროკავშირის სანქციების თავიდან აცილება.
იტალიის პოლიცია ვარაუდობს, რომ თავად მაზეპინი შესაძლოა, რუსეთში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მაზეპინი, მინერალური სასუქების კომპანიის მილიარდერი მფლობელი და ფორმულა 1-ის ყოფილი მძღოლის, ნიკიტა მაზეპინის მამაა. მისი კაპიტალი ახლა $800 მილიონს აღემატება.