ნორვეგია სხვა ქვეყნებთან საზღვრებს დახურავს, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სულბერგმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
”პრაქტიკულად, საზღვარი დაიხურება ყველასთვის, ვინც არ ცხოვრობს ნორვეგიაში”, - თქვა სოლბერგმა პრესკონფერენციაზე.
გამონაკლისი შეეხება რამდენიმე ჯგუფს, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის ჯანდაცვის მუშაკებს. შეზღუდვა არ შეეხება ქვეყანაში აუცილებელი მიზეზის გამო შემსვლელ პირებს.
„რასაც ვხედავთ, არის ის, რომ მუტირებული ვირუსი მნიშვნელოვნად გავრცელდა ბევრ ქვეყანაში, ისევე, როგორც ნორვეგიაში, დანიასა და ბრიტანეთში. პრაქტიკულად, საზღვარი დაიხურება ყველასთვის, ვინც ნორვეგიაში არ ცხოვრობს“, - განაცხადა სულბერგმა.
ნორვეგიამ შაბათს ოსლოსა და მიმდებარე რაიონებში, ე.წ. „ბრიტანული შტამის“ გავრცელების შესაჩერებლად, „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ყველა არააუცილებელი პროდუქციის მაღაზია დაიკეტა.