თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა

ბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მაშველებმა 9 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 

ადგილზე დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი ფართებიდან კიდევ 8 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.