ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სასამართლოს შემდეგ გაირკვევა, დარჩება თუ არა დაკავებული პატიმრობაში.

შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში.