ფრანგი და გერმანელი ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპა უფრო ძლიერი სამხედრო შესაძლებლობებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ინდუსტრიაში მეტი ინვესტიციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიიც კანცლერი ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების მოწოდებით გამოდიან.
გერმანულ გაზეთ, Frankfurter Allgemeine Zeitung-ისა და ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალის, Journal du Dimanche-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში, ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსაც გააძლიერებს.
„ელისეის ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამოცი წლის შემდეგ (დოკუმენტი საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლსა და გერმანიის კანცლერ კონრად ადენაუერს მიერ, 1963 წლის 22 იანვარს გაფორმდა), საფრანგეთი და გერმანია ევროპის მომავალთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმდნენ. ჩვენ ვიზიარებთ იგივე ამბიციას: მტკიცე, ძლიერი და სუვერენული ევროკავშირის იდეას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ მომავალმა თაობებმა იცხოვრონ კონტინენტზე, სადაც მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება სუფევს“, - აღნიშნავენ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები.