ორ რუს ჩოგბურთელს სოფია დმიტრიევას და ალია მერდეევას სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
როგორც ცნობილია, რუსი ჩოგბურთელები შეჯიბრებებში ვეღარასოდეს მიიღებენ მონაწილეობას, ვერც სპორტსმენის და ვერც მწვრთნელის რანგში.
ჩოგბურთში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სტრუქტურის -Tennis Integrity Unit-ის ინფორმაციით, სამუდამო დისკვალიფიკაციის მიზეზი ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის მიღებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, მერდეევა - ორ უკანონო გარიგებაში მონაწილეობდა. ორივე შემთხვევაში დმიტრიევასთან ერთად გავიდა კორტზე, წყვილთა შორის. თავად დმიტრიევას კი ექვს გარიგებულ შეხვედრაში მონაწილეობაზე ედავებიან. ამასთან, მის ბრალდებას დაემატა ისიც, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.