იენს სტოლტენბერგმა უკრაინის უმაღლესი რადას საპატიო ჯილდო მიიღო

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის უმაღლესი რადას საპატიო ჯილდო მიიღო. ცერემონია NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.

საპატიო ჯილდო არის უმაღლესი რადას მიერ გადაცემული „მნიშვნელოვანი წვლილი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში,

სტოლტენბერგს ჯილდო გამორჩეული სოციალურ-პოლიტიკური საქმიანობის, უკრაინის, როგორც დემოკრატიული, სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფოს პოპულარიზაციასა და გაძლიერებაში წვლილის შეტანისთვისთვის გადაეცა.  

„ჩემთვის პატივია, მივიღო ეს ჯილდო, რომელიც უკრაინისადმი NATO-ს დიდი ხნის მხარდაჭერის აღიარებაა, მაგრამ ნამდვილი აღიარება თქვენ გეკუთვნით. უკრაინელი ხალხის, მთავრობის, რადას და შეიარაღებული ძალების გამბედაობა და მონდომება ყველასთვის შთამაგონებელია. თქვენ გმირულად იცავთ თქვენს თავისუფლებას და დემოკრატიას - ჩვენს საერთო ღირებულებებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.