კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ რესპუბლიკური პარტია 30 000-ზე მეტმა წევრმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, იმ შტატებში, რომლებიც ამომრჩეველთა მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმას აფიქსირებენ, რესპუბლიკური პარტიის რიგები 30 000-მა ადამიანმა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე იყოს, ვინაიდან შტატების ნაწილი ამ მონაცემებს არ ასაჯაროებს.
The Hill-ის ინფორმაციით, პარტიის წევრთა ასეთი გადინება გამოწვეულია საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მარცხით და კონგრესის ორივე პალატაზე დემოკრატების მიერ კონტროლის მოპოვებით.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს, ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.