ე.წ "კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოად გათავისუფლდნენ.
მათ 20 ათას, 20 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.
სასამართლომ თანამდებობის ივერი მელაშვილის გადაყენების შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.