ამ წუთებში, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მხარდასაჭერად აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფელებას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი უდანაშაულოები არიან და მათი დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.