სინგაპურის პოლიციამ მოზარდი მეჩეთზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით დააკავა

სინგაპურის სამართალდამცველებმა 16 წლის მოზარდი დააკავეს, ორ მეჩეთზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის თქმით, მოზარდი "ქრისტიანი ახალგაზრდაა",რომელმაც ონლაინ შეიძინა ტაქტიკური ჟილეტი და ასევე ცივი იარაღის შეძენას აპირებდა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

დაკავებულის სახლის გაჩხრეკვისას აღმოჩნდა, რომ ის სახლთან ახლოს არსებულ მეჩეთზე ინფორმაციას აგროვებდა და აპირებდა თავდასხმის ონლაინრეჟიმში ჩვენებას. მას ასევე მომზადებული ჰქონდა განცხადებები, ის აპირებდა ერთი წლის წინ მეჩეთზე თავდასხმაში ბრალდებულის შესახებ ესაუბრა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი 51 მუსულმანის მკვლელობისთვის.

16 წლის მოზარდი, ყველაზე ახაალგაზრდა პირია,რომელიც ოდესმე დაუკავებია სინგაპური სამართალდამცველებს მუხლით, რომელიც მათ უფლებას აძლებს ორი წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ პირს,რომელიც უსაფრთხოების საშიშროებას წარმოადგენს.

პოლიციის თქმით, მოზარდი 2019 წლის დროს დაკავებულმა ბრენტ ტარანტმა შთააგონა. ტარანტს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ახალ ზელანდიის მეჩეთზე თავდასხმისთვის, რა დროსაც 51 მლოცველი მოკლა.