NATO-ს შტაბ-ბინა თავდაცვის მინისტრებისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიზნით შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლებს

14-15 თებერვალს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

14 თებერვალს, ალიანსის შტაბ-ბინაში ცალკე გაიმართება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც აშშ მასპინძლობს.

ბოლო ამგვარ შეხვედრას უკრაინისთვის Leopard2 და „აბრამსის“ ტიპის ტანკების გაგზავნა მოჰყვა.