აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, ევროპაში ვიზიტს განიხილავს.
ამის შესახებ CNN-ს ადმინისტრაციის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სავარაუდოდ, პოლონეთში ჩავა.
პოლონეთი NATO-ს მთავარი მოკავშირეა, სადაც ამერიკელი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცებსაც ამზადებენ.