ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ომს არ აგებს და საბოლოოდ ვირუსს დაამარცხებს. ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.
მარია ვან კერკხოვეს განმარტებით, ვირუსის მუტაციების გავრცელება დამარცხებას არ ნიშნავს.
„ნიშნავს თუ არა ეს, რომ ვირუსთან ომს ვაგებთ? არა. ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ერთმანეთს კი არა, არამედ ვირუსს ვებრძვით. მათ შორის, მის ახალ ვარიანტებსაც. ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის დამარცხება და ჩვენ მას დავამარცხებთ“, - აღნიშნა ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა.