Facebook-ი პოლიტიკური ჯგუფების რეკლამირებას სამუდამოდ აჩერებს, ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
სოციალური ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, პლატფორმა მომხმარებლებს პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფებს აღარ შესთავაზებს.
პლატფორმის პოლიტიკაში ცვლილება განპირობებულია კაპიტოლიუმის შტურმის პერიოდში მომხდარი მოვლენისგან. სოციალური ქსელები და მათ შორის Facebook-ი ექსტრემისტული ჯგუფების აგიტაციის ადგილი ხშირად ხდება.
მკვლევარები ხშირად ამბობენ, რომ Facebook-ის ჯგუფები ხშირად კონსპირაციული თეორიების და დეზინფორმაციების გასავრცელებლად გამოიყენება.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ახალ წესებთან ერთად, სოციალური ქსელი საკუთარ გვერდზე პოლიტიკური რეკლამების რაოდენობას შეამცირებს.