მაიკლ კარპენტერი: კრემლის იმპერიული მიზნები საფრთხეა თითოეული ჩვენგანისთვის და არა მხოლოდ რუსეთის მეზობლებისთვის

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სუვერენული ერების არსებობას უარყოფს, ის უკრაინასა და ბელორუსს იმპერიული რუსეთის ნაწილებად მიიჩნევს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.

კრემლის მცდელობა, უარყოს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობა, მისი ტერიტორიის ძალით წართმევა და მისი ხალხის კრემლის იმპერიული მმართველობას დაქვემდებარება, საფრთხეა თითოეული ჩვენგანისთვის და არამხოლოდ რუსეთის მეზობლებისთვის”, - განაცხადა აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ ღიად და არაერთხელ გამოხატა რწმენა, რომ უკრაინული და ბელორუსული იდენტობა რუსული კულტურის მიღმა არ არსებობს. გასულ წელს გამოქვეყნებულ თავის პროპაგანდისტულ სტატიაში პრეზიდენტმა პუტინმა უბრალოდ უარყო, რომ ამ ერებს აქვთ ცალკეული ისტორიები, კულტურები, ენები და იდენტობები.

„უკრაინა არის სუვერენული, დამოუკიდებელი ერი და ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ, რომ ის ასე დარჩეს. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს ბელორუსის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, რომელსაც აქვს საამაყო ისტორია და ასევე თავისი მდიდარი კულტურა“, - განაცხადა კარპენტერმა.