დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უკვე 200-ზე მეტი ჯავშანტექნიკა გაუგზავნა

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას 200-ზე მეტი ჯავშანტექნიკა უკვე მიაწოდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა.

„მზად ვართ, 2023 წელს, შარშანდელ დაფინანსებას გადავაჭარბოთ. დღემდე ჩვენ მივაწოდეთ 200-ზე მეტი ჯავშანმანქანა. გაიცანით Husky, Mastiff, Wolfhound, Spartan და Stormer“, -  წერს თავდაცვის სამინისტრო.

დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც უკრაინას ლეტალური იარაღი მიაწოდა.