ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მზადაა, სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოებისთვის დაფინანსების საკითხი განიხილოს.
ამის შესახებ EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონემ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ EBRD-სა და აზერბაიჯანს აქვთ დიდი გამოცდილება ორმხრივი თანამშრომლობის სფეროში, მათ შორის სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში.
„ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა ამ პროექტისთვის და თუ გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ საერთაშორისო პარტნიორებთან აზერბაიჯანში გაზის პროექტების დაფინანსების საკითხს“, - განაცხადა პატრონემ.
2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.
- წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს
- ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს
2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.