"ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. ეს დიდ ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემებს, ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქება ნაადრევი იქნებოდა", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის დირექტორის, ჰანს კლუგემ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„35-მა ევროპულმა ქვეყანამ ამ დროისთვის დაახლოებით ვაქცინის 25 მილიონი დოზა მიიღო, თუმცა ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. ეს დიდ ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემებს, ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქება ნაადრევი იქნებოდა.
ახლა მეტი მოთმინება გვმართებს, ვაქცინაციისთვის გარკვეული დროა საჭირო.
საუკეთესო გამოსავალი შეზღუდვების თანმიმდევრული და ეტაპობრივი მოხსნაა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებები ეპიდვითარების კარგ შესწავლას უნდა ეფუძნებოდეს. უკვე გვაქვს მწარე გამოცდილება - სწრაფი გახსნა ან ჩაკეტვა ცუდი სტრატეგიაა“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.