გლობალურმა ენერგოგიგანტებმა 2022 წელს სუპერმოგება მიიღეს - CNBC

მსოფლიოს ზოგიერთმა უმსხვილესმა ნავთობისა და გაზის კომპანიებმა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონე ფასების მერყეობის გამო სოლიდური მოგება მიიღეს. ამის შესახებ CNBC იუწყება. 

ნავთობის მსხვილი კომპანიები Exxon Mobil-ი, Chevron-ი, BP-ი, Shell-ი და TotalEnergies-ი აპირებენ გამოაცხადონ ერთობლივი მოგება, რომელმაც 2022 წელს ანალიტკოსების შეფასებით, ჯამში $190 მილიარდი შეადგინა.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნავთობკომპანიები „ომის ჭარბი მოგების“ მიღებასა და ამერიკელი მომხმარებლებისთვის გაზის ფასების შემცირებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.

2022 წლის ივნისში ბაიდენმა თქვა, რომ Exxon Mobil-ი „უფალზე მეტ ფულს" შოულობდა.

Exxon Mobil-ის სპიკერმა ერინ მაკგრატმა განუცხადა CNBC-ს, რომ ენერგიის ფასების ზრდა „ძირითადად მიწოდებასა და მოთხოვნას შორის დისბალანსის შედეგია" . ამასთან, ეს არის კომპანიის ინვესტიციების შედეგი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდა.

BP-ისა და Shell-ის წარმომადგენლებმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე მთელი წლის შედეგების გასაჯაროებამდე, ხოლო Chevron-მა და TotalEnergies-მა არ უპასუხეს ჟურნალისტის მოთხოვნას.