მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი POS-ტერმინალების მწარმოებელი რუსეთის ბაზრიდან გასვლას გეგმავს

French Ingenico, მსოფლიოში,  POS-ტერმინალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ფრანგული კომპანია Ingenico, რუსეთის ბაზრიდან გასვლას აპირებს. 

ამის შესახებ რუსული RBC საგადამხდელო ბაზრის მოთამაშე სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათივე თქმით, ფრანგული Ingenico რუსეთის ბაზრის დატოვებას 1 მარტს გეგმავს, კონტრაქტები რუს თანამშრომლებთან 15 თებერვალს იწურება, კომპანია კი გეგმავს ტერმინალებს ტექნიკური მხარდაჭერა მარტის ბოლომდე გაუწიოს.