სენატორმა ბერნი სანდერსმა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გადაღებული ფოტოს გამოყენებით დამზადებული სუვენირებით 1.8 მილიონი დოლარი შეაგროვა. აღნიშნულ ინფორმაციას Cbsnews-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სენატორი ამ თანხას ვერმონტის შტატის საქვემოლმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავს.
„მე და ჩემი მეუღლე გაოცებულები ვიყავით ყველა კრეატიული გამოხმარეუბით, რომელიც ამ ფოტოს მოჰყვა. მოხარულები ვართ, რომ ინტერნეტში ჩემი პოპულარობა შეგვიძლია ვერმონტელების დახმარებისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბერნი სანდერსმა.