სომხეთის მთავრობა, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ნებაყოფლობით საფუძველზე, ქალებისთვის სამხედრო სამსახურის შემოღებას გეგმავს.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 28 იანვარს, არმიის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, „რეფორმა უახლოეს მომავალში განხორციელდება. სომხეთში ახალი ინსტიტუტი - ქალების ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური შეიქმნება“.
იანვრის დასაწყისში, სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არმან სარგსიანმა სამხედრო სამსახურში ქალების მოზიდვის მიზნით, კანონპროექტის შემუშავებაზე ისაუბრა.
როგორც სამხედრო დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, მიზეზი თავდაცვის საკითხებთან მიმართებით, ქალების აქტიურობა გახდა.
ახლა სომხეთში, 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა კაცი ვალდებულია სამხედრო სამსახური გაიაროს.
სომხეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ორი წელია.