პალესტინელების თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა ზომები, რომლის თანახმად, ისრაელელებს იარაღის ტარების უფლება გაუმარტივდებათ.
ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს თავდამსხმელის ოჯახის წევრებისთვის ბინადრობის და სოციალური დაცვის უფლების ჩამორთმევას.
მინისტრთა კაბინეტი ზომებთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ „ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ჯარების რაოდენობას გააძლიერებს“.
„როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეებს აქვთ იარაღი, მათ შეუძლიათ, დაიცვან თავი”, - განუცხადა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა იერუსალიმის საავადმყოფოსთან შეკრებილ მედიას.
27 და 28 იანვარს იერუსალიმში ორი თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან ცეცხლი გაუხსნა გამვლელებს, რასაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. 28 იანვარს კი, 13 წლის მოზარდმა ორი ადამიანი დაჭრა. საპასუხო ცეცხლით გაანეიტრალეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.