უკრაინა თავდაცვის ბიუჯეტიდან დრონების შესაძენად 500 მილიონი დოლარს გამოყოფს, ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურმა სერჰი ნაევმა განაცხადა.
უპილოტო თვითმფრინავების მასობრივი გამოყენება შეტევითი მოქმედებების დროს უფრო სწრაფად წინსვლას შესაძლებელს გახდის, მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის საბრძოლო პოტენციალს და შეაჩერებს მტერს საკუთარი შეტევის განხორციელებაში.
ნაიევმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან უპილოტო საფრენი აპარატებს შეუძლიათ, ეკიპაჟის სიცოცხლის რისკის გარეშე შეასრულონ დავალებები.
„ამგვარად, უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი გამოყენება საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად წავიწიოთ შეტევითი მოქმედებების დროს, ასევე მნიშვნელოვნად შევამციროთ მტრის საბრძოლო პოტენციალი და სრულად ვაიძულოთ თავი შეიკავონ შეტევითი გადაადგილებისგან გარკვეული მიმართულებით“, - აღნიშნა ნაევმა.