უკრაინელი სამხედროები Challenger 2-ის ტიპის ტანკებზე წვრთნებისთვის დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ

უკრაინული სატანკო ეკიპაჟები ჩავიდნენ დიდ ბრიტანეთში, რათა Challenger 2-ის ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკებზე წვრთნები დაიწყონ. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ 29 იანვარს განაცხადა.

ტანკებს უკრაინა სავარაუდოდ, მარტის ბოლოს მიიღებს.

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Sky News-ს განუცხადა, რომ უკრაინას 500-მდე ტანკი სჭირდება. მისი კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ გამოაცხადეს ათობით თანამედროვე ტანკის მიწოდების შესახებ.