ილია სულამანიძე პორტუგალიის გრან პრის გამარჯვებულია

ილია სულამანიძემ საქართველოს ნაკრებს წლის პირველი მედალი მოუტანა. მან პორტუგალიის გრან პრი მოიგო. შესაბამის ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, სპორტსმენმა 100 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა.