ივერი მელაშვილი: ჩემი ბრალდება წინასაარჩევნოდ გამოიყენეს

ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულის ივერი მელაშვილის განცხადებით, ბოლო დროს გამოქვყენებულ ჩანაწერში არაფერი მტკიცებულება არ არის, რადგან იქ არის მსჯელობა, რაც სამუშაო პროცესის ნაწილია.

ამის შესახებ ივერი მელაშვილმა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ.

მელაშვილის თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ბრალდება უსაფუძვლოა და წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს, რამაც მხოლოდ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება გამოიწვია.

მისივე განცხადებით, აბსურდულია ბრალდება, რომ ვიღაც ცდილობდა ქვეყნის ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაცემას. იმ გადაწყვეტილებით საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც. ქვეყნისთვის საზიანო შეთანხმება არ ყოფილა და ზუსტად ის შეთანხმება მოხდა და რაც საჭირო.

„წინასაარჩევნოდ გამოიყენეს ჩემი ბრალდება ოპონენტის გასაშავებლად, რამაც შედეგად მოიტანა პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭება. საუბრის ჩანაწერი ბოლომდე არ მომისმენია რაზეც არის საუბარი ჩემსა და მალხაზს შორის. ეს არის სამუშაო საუბარი. გოგი მანჯგალაძეზეც რომ არის საუბარი, ეს არის სამუშაო შეხვედრა. ეს რიგითი ერთ-ერთი შეხვედრა იყო. იქ ქვეყნის საწინააღმდეგო არაფერი არ არის. არც ბადრი ბიწაძის დადანაშაულება შეიძლება და არც ჩემი ან სხვისი. მაგ პერიოდში არასდროს ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა, არც ზემოდან და არც სხვა მხრიდან. ამ აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს

ჩანაწერში საკითხი შეეხება სამუშაო შეხვედრას. კომიისის თავმჯდომარეს ხვდება მისი ერთ-ერთი თანამშრომელი. ვსაუბრობთ რაღაცაზე და ეს თემა, ეს მსეჯლობა არ შეიძლება იყოს საჯარო და გასაჯაროებული", - განაცხადა სასამრთლო პროცესის შემდეგ ივერი მელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.