„ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია“, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თბილისში ვიზიტისას, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და ესეც დიდი გამოწვევაა საქართველოს მთავრობისთვის.
„საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას“.
ნეჰამერის თქმით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მას თავისი წვლილი შეაქვს.
„ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთნაირი ამოსავალი პირობები უნდა არსებობს, არ უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზით ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. ბოლო პერიოდში აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა ევროკავშირის ფარგლებში, თუ რა წარმატებას მიაღწია ამ სამმა ქვეყანამ (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა), ავსტრია მზადაა, მხარში ამოგიდგეთ, ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში და ვიცით, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი“, - განაცხადა კარ ნეჰამერმა.