საქართველო მიმზიდველია ინვესტიციებისთვის, ჩვენ მივესალმებით ავსტრიული კომპანიების შემოსვლას - ირაკლი ღარიბაშვილი

 

ავსტრია-საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა როგორ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა მიმართულებით, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტიციები. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩვენ ბოლო ორი წელია შევძელით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა. 2021 წელს ზრდა იყო 10,5%, 2022 წელს 10%. რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი პროექტები განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის“, - განახადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა ინვესტიციების მიმზიდველობის თვალსაზრისით.

„ჩვენ ვართ მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების სიმარტივით. ასევე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერების მქონე ქვეყანა და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ავსტრიული კომპანიების შემოსვლას საქართველოში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.