ნეჰამერი: ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ

თბილისში ვიზიტისას, ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი.

ავსტრია, რგორც თქვენი პარტნიორი და მეგობრული ქვეყანა, საქართველოს მხარს დაუჭერს იმ რთულ გზაზე, რომელზეც საქართველო იმყოფება.

ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თბილისში ვიზიტისას, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვისაუბრეთ თემაზე, რომელიც ერთ წელზე მეტია, ყველას გვაშფოეთებს - უკაინის ომზე, ადამიანები უაღრესად მძიმე გაჭირვებაში არიან, ომის სულ უფრო მძიმე ხასიათს იძენს და ამით იზრდება ადამიანებიდ ტანჯვა. საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია.

საქართველოს ელჩი ყოველთვის მიუთითებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს ტეროტორიების ნაწილი ოკუპირებულია. რუსი სამხედროები დგანან თქვენს ტერიტორიებზე, რასაც ავტომატურად მოაქვს ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად, სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს.

სწორედ ამიტომ შემიძლია, ვთქვა, ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მართლაც მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია. საქართველოს ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და ესეც, ყველაფერთან ერთად დიდი გამოწვევაა მით უმეტეს, ასეთ მძიმე პერიოდში. ეს საქართველოს მთავრობისთვის არის დიდი გამოწვევა. მინდა, ვთქვა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და გარანტია მოგცეთ, რომ ავსტრია დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა კარლ ნეჰამერმა.

ნეჰამერის თქმით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მას თავისი წვლილი შეაქვს.

„ავსტრია აბსოლუტურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ“, - აღნიშნა ავსტრიია კანცლერმა. 

მისივე თქმით, პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია რაციონალური შეფასებები: „უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს“, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა.