ლიეტუვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რადარებისთვის €5 მილიონს აგროვებს

ლიეტუვაში, უკრაინის მხარდასაჭერად ოთხი ინიციატივის კოალიცია უკრაინის საჰაერო თავდაცვის რადარებისთვის €5 მილიონს აგროვებს. 

ამის შესახებ შეკრების კოორდინატორმა ანდრიუს ტაპინასმა თავის Twitter-ზე დაწერა.

მისი თქმით, საუბარია ისრაელის წარმოების თანამედროვე რადარებზე და ლიეტუვაში ამისთვის 5 მილიონი ევროს შეგროვებას ელიან.